Thumbnail

Cardi B-ს და Megan Thee Stallion-ს კლიპის WAP გამო კვლავ აკრიტიკებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ახალგავრცელებული კლიპი WAP კვლავ განხილვის საგანია. თავდაპირველად ვებგვერდზე change.org პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის ხელმომწერებმაც ვიდეორგოლიდან მილიარდერი ტელევარსკვლავის, კაილი ჯენერის ამოჭრა მოითხოვეს. ამჯერად კი ქარდი და მეგანი ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, CeeLo Green-მა ჟურნალ Far Out თან ინტერვიუში გააკრიტიკა.

ქარდი ბის ახალი კლიპიდან WAP კაილი ჯენერის ამოჭრას მოითხოვენ

"იყო დრო, როცა ჭკუა გვყოფნიდა, რაღაცებისთვის ცენზურა დაგვედო. ჩვენი თხრობის სტილით ამას მხოლოდ მათ ვაჩვენებდით, ვისთვისაც განკუთვნილი იყო. ახლა კი მუსიკაში სირცხვილი აღარ არსებობს. ყველაფერი დაუფარავია. ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტი შესაფერის დროს და ადგილას უნდა განთავსდეს. ჩვენ სრულწლოვანი ადამიანები და არტისტები ვართ და, როგორც მინიმუმ, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ.

არსებობენ ე.წ. მეთაურები", როგორიც, მაგალითად, ნიკი მინაჟია. ისინი აღიარებულები არიან და ყველაფერი აქვთ - წარმატება, ცნობადობა, პლატფორმა გავლენის მოსახდენად. ნიკის შეეძლო, კოსტრუქციული გზების გამოყენებით ყოფილიყო წარმატებული, მაგრამ ყურადღება ნარკოტიკივითაა, ირგვლივ დიდი კონკურენციაა. ქარდი ბი და მეგანიც ერთნაირი უღირსი ქცევებით ცდილობენ პოზიციების გამყარებას. ჩემთვის გასაგებია - დამოუკიდებლობისა და ღვთაებრივი ქალურობის ჩვენება, სექსუალურობის გამოხატვა. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, ამას რის ფასად აკეთებ?", - ამბობს სილო გრინი.

აღსანიშნავია, რომ ქარდისა და მეგანის ნამუშევარმა ცხოველთა უფლებადამცველისა და დიდი კატების თავშესაფრის Big Cat Rescue Corp ერთ-ერთი მეპატრონის, კეროლ ბასკინის ყურადღებაც მიიქცია. ქალმა არტისტები ეგზოტიკური ცხოველების ფლობის გლამურიზებაში დაადანაშაულა და კლიპს, რომელშიც ავაზები და ვეფხვები მონაწილეობენ, საზარელი უწოდა.

"მათ დიდი კატები, სავარაუდოდ, იმ ადამიანებისგან დაიქირავეს, რომლებიც ცხოველებს სცემენ, აწამებენ და აშიმშილებენ, რათა ისინი გადასაღებ მოედნებზე წყნარად მოქცევას მიაჩვიონ", - გამოთქვა ვარაუდი ბასკინმა.

ქარდიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ვიდეორგოლში მათთან და კაილისთან ერთად ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, ნორმანი და ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია მონაწილეობენ. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული