Thumbnail

მოუსმინეთ: The Mountain Goats - As Many Candles As Possible

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა The Mountain Goats ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი სიმღერა As Many Candles As Possible გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Getting into Knives იქნება წარმოდგენილი, რომელიც 23 ოქტომბერს გამოიცემა. ეს მეორე სტუდიური ჩანაწერი იქნება, რომელსაც კოლექტივი მიმდინარე წელს გამოუშვებს.

მოუსმინეთ: The Mountain Goats ახალ ალბომს Songs for Pierre Chuvin ავრცელებს

The Mountain Goats კალიფორნიაში 1991 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 18 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია This Year და Woke Up New. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ინდი ფოლკს, ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული