Thumbnail

ნახეთ: Yves Tumor-მა კომპოზიციის Strawberry Privilege ვიდეორგოლი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა კომპოზიციაზე Strawberry Privilege შექმნილი ტექსტური ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო ალბომში Heaven to a Tortured Mind არის წარმოდგენილი, რომელიც აპრილში გამოიცა. ვიზუალურ ნამუშევარში ივ ტუმორთან ერთად კიდევ ერთი ამერიკელი არტისტი, ჯულია ქამინგი მონაწილეობს.

რეცენზია: Yves Tumor - Heaven to a Tortured Mind

მოუსმინეთ: ივ ტუმორმა ალბომი Heaven to a Tortured Mind გაავრცელა

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ივ ტუმორი თბილისს ესტუმრა და კლუბში "ბასიანი" კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული