Thumbnail

ნახეთ: Flatbush ZOMBiES გადაცემაში Tiny Desk Concert

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ გაერთიანება Flatbush ZOMBiES პლატფორმა National Public Radio-ს გადაცემის Tiny Desk Concert ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. ნიუ იორკელმა რეპერებმა შოუში ბენდის აკომპანემენტით მათი ჰიტი Palm Trees, ტრეკი when i'm gone და ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ჯეიმს ბლეიქის მონაწილეობით შექმნილი სინგლი AFTERLIFE შეასრულეს.

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - AFTERLIFE

მოუსმინეთ: Flatbush ZOMBiES 6-ტრეკიან ჩანაწერს now, more than ever ავრცელებს

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - iamlegend

Flatbush ZOMBiES 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით Betteroffdead გაიცნო. 2014 წელს ჯგუფმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან, The Underachievers-თან ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. 2019 წლის დასაწყისში ახალგაზრდა რეპერებმა, სუპერჯგუფის Beast Coast შემადგენლობაში, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის Escape From New York შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული