Thumbnail

ნახეთ: ლუ რიდის აქამდე უცნობი პერფორმანსი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, ლუ რიდის 1987 წლის პერფორმანსის ჩანაწერი გავრცელდა. რიდმა შტატ ინდიანაში, ღამის კლუბ Bluebird-ში, მუსიკოს ჯონ მელენკაპთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია დაანონსების გარეშე შეასრულა. ისინი სცენაზე ადგილობრივი ბენდის, Ragin’ Texans-ის კონცერტზე მოულოდნელად გამოჩნდნენ. ღონისძიებას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა.

ლუ რიდმა მოღვაწეობა 1958 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, The Velvet Underground-ის წევრი გახლდათ. 1970 წელს მუსიკოსმა ბენდი დატოვა, სოლო კარიერას მიჰყო ხელი და 20 ალბომიც გამოუშვა. 1972 წელს მან ეპოქალური დევიდ ბოუის პროდიუსირებით ჩანაწერი Transformer გაავრცელა. ლუ რიდი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს - როგორც სოლო არტისტი და The Velvet Underground-ის წევრი. ის 2013 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული