Thumbnail

ბილი აილიში: ჩემი თაობა მობილურებშია ჩამძვრალი, მაგრამ ცვლილების გამოწვევა შეუძლია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გერმანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom AG-ის პლატფორმა Electronic Beats TV კამპანიის What We Do Next ფარგლებში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში მონაწილეობს. 18 წლის არტისტი ახალგაზრდებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და იმ პოტენციალზე საუბრობს, რომელიც მის თაობას ცვლილებების განსახორციელებლად გააჩნია. კადრებს ბილის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესული კომპოზიცია When the Party's Over ადევს ფონად.

ბილი აილიში: ამ არტისტს ყველაფერი აქვს, რასაც ვაღმერთებ

ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა მისი ახალი სიმღერა My Future

"შემოგვხედეთ - მობილურითა და კომპიუტერით ვართ შეპყრობილი, გარესამყაროს გამოთიშულები. როგორ შეუძლია, ჩვენს თაობას, რომელიც ონლაინში ცხოვრობს, რეალური ცხოვრების შესახებ იცოდეს რაიმე? ხელში სმარტფონი გვიჭირავს, ტვინი კი ღრუბლებშია. მაგრამ იცით, რა? როცა საქმე ისეთ რამეს ეხება, რაც მართლა გვადარდებს, რეალური ცვლილებების განხორციელება ყველაზე უკეთ შეგვიძლია", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული