Thumbnail

ნახეთ: შაკირასა და როჯერ უოტერსის კუნძული ბაჰამებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა, შაკირამ და ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა ერთობლივი ბიზნესის წამოსაწყებად 2011 წელს 16 მილიონ დოლარად ბაჰამებზე კუნძული Bonds Cay შეიძინეს. მუსიკოსები ერთ ნაწილში ფეშენებელური სახლებისა და სასტუმროების აშენებას გეგმავდნენ, მეორე ნაწილი კი ხელოვანებისთვის იქნებოდა განკუთვნილი - იქ სტუდიები, გალერეები და სხვა არტ სივრცეები მოეწყობოდა.

ნახეთ: ჯონი დეპის კერძო კუნძული ბაჰამებზე

კუნძულის ყიდვიდან მალევე შაკირას ყოფილმა შეყვარებულმა, არგენტინის პრეზიდენტის, ფერნანდო დე ლა რუას შვილმა, ანტონიომ, შეძენაში დახმარების სანაცვლოდ, თანამფლობელობაზე გამოთქვა პრეტენზია, მუსიკოსს სასამართლოში უჩივლა და მისგან 100 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. მართალია, 2013 წელს მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, შაკირასა და უოტერსს საკუთარი გეგმის სისრულეში მოსაყვანად სამუშაოები აღარ დაუწყიათ.

კუნძულის განვითარების პროექტი

2 225 კვ.მ. ფართობის კუნძულზე, რომელიც, გამოცემა Cheatsheet-ის ცნობით, გასაყიდად არის გამოტანილი, ხუთი პლიაჟი, ათობით ჩანჩქერი, სამი ყურე და რამდენიმე ლაგუნაა. ფირუზისფერი წყალი კი რიფებითა და თევზებით არის სავსე, რაც წყალქვეშ ცურვისა და თევზაობის მოყვარებულებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს.

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული