Thumbnail

ამერიკელმა მომღერალმა, Ciara-მ ახალი კომპოზიცია Rooted და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკს ის მუსიკოს ესტერ დინთან ერთად ასრულებს. ნამუშევარში არტისტები აშშ-ში აფროამერიკელთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციის Black Lives Matter მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

სიარა ჰარისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 23 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Like A Boy და I Bet მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული