Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა ახალი კომპოზიცია Video Game და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა მის მომავალ ალბომში The Ascension იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

მოუსმინეთ: Sufjan Stevens - My Rajneesh

მოუსმინეთ: Sufjan Stevens - America

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული