Thumbnail

ნახეთ: რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ს ფარგლებში კანის მოვლის საშუალებების ხაზის Fenty Skin გამოშვებასთან დაკავშირებით ვიდეობლოგი ჩაწერა, რომელშიც თაყვანისმცემლებს უზიარებს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე.

ნახეთ: რიანა Harper’s Bazaar-ის ახალ ფოტოსესიაში

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

კანის გაწმენდა

"რასაკვირველია, პირველი ნაბიჯი მაკიაჟის ძირფესვიანად მოშორება და კანის გაწმენდაა. Total Cleans’r ორივე ფუნქციას ითავსებს - ის გამოიყენება, როგორც მაკიაჟის, აგრეთვე, მტვრისა და ცხიმის მოსაშორებლად, თანაც კანს არ აშრობს. აქამდე გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებდი, ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს გაცინებისას კანი დამებზარებოდა", - იხსენებს რირი.

ტონერი

"Fenty Skin-ის პროდუქტებიდან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია - Fat Water, რომელიც შრატის ფუნქციასაც ითავსებს. მას წყალი იმიტომ დავარქვი, რომ ხელზე დატანისას მსგავსი კონსისტენცია აქვს. იდეალური საშუალებაა ფორების საწინააღმდეგოდ", - აღნიშნავს არტისტი.

კანის დატენიანება

"ჩემთვის კანის მოვლის რუტინის მესამე ეტაპი Hydra Vizor Invisible Moisturizer-ის გამოყენებით კანის დატენიანებაა. ამ პროდუქტს მზისგან დამცავი ფუნქციაც აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, სახეა თუ ტანი - ხარისხიანი დამატენიანებლის ხმარება, რომელიც გაძლევს გარანტიას, რომ ეფექტურად იმუშავებს, უმნიშვნელოვანესია", - გვირჩევს მომღერალი.

წყლის მიღება და ჯანსაღი კვება

მუსიკოსის თქმით, ჯანსაღი კანის მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის მიღებას - "მნიშვნელობა არ აქვს, სად ხართ, დალიეთ წყალი. ის კანს ასუფთავებს და ორჯანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება".

რიანა აგრეთვე ხაზს უსვამს, რამხელა მნიშვნელობა აქვს თავის მოვლის საშუალებებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოყენებას.

"უმეტესად ეგზოტიკურ ინგრედიენტებს ვიყენებთ. შეამჩნევდით, რომ ასეთ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს ძალიან კარგი კანი აქვთ, რადგან სუფთა გარემოში, საუკეთესო კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ და ნატურალურ ინგრედიენტებზე აქვთ წვდომა. Fenty Skin-ის ზოგიერთი პროდუქტი ჩემთვის ძალიან პირადულია - მაგალითად, ბარბადოსული ალუბალი, რომელიც იმაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. წარმოიდგინეთ, როგორი ეფექტური იქნება ის კანისთვის", - ამბობს რირი.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული