Thumbnail

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ ტრევის ბარკერთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კლივლენდელმა არტისტმა Machine Gun Kelly კომპოზიციაზე Concert For Aliens გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მან ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Blink-182-ის დრამერთან, ტრევის ბარკერთან ერთად ჩაწერა. ნამუშევარი ქელის მომავალ პანკ როკ ალბომში Tickets To My Downfall იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: Machine Gun Kelly - My Ex's Best Friend Ft. Blackbear

ნახეთ: Machine Gun Kelly კომპოზიციის Bloody Valentine აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

ნახეთ: MGK-მ და ტრევის ბარკერმა Rage Against The Machine-ის ტრეკი დააქავერეს

Machine Gun Kelly-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული