Thumbnail

მოუსმინეთ: The War on Drugs-მა The Rolling Stones-ის Scarlet-ის რემიქსი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა The War on Drugs ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, The Rolling Stones-ის კომპოზიციის Scarlet რემიქს ვერსია გაავრცელა.

სიმღერა "როლინგ სთოუნზმა" მიმდინარე წლის ივლისში გამოუშვა. კომპოზიცია ბენდმა 1974 წელს ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერა, თუმცა, ის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი გახლდათ.

The War on Drugs ფილადელფიაში 2005 წელს დაარსდა. ჯგუფს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდს გრემის პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული