Thumbnail

მოუსმინეთ: Dave East ახალ მიქსტეიპს Karma 3 აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ემსის, Nas-ის პროტეჟემ, ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დევიდ ბრიუსტერ უმცროსმა, სასცენო სახელით Dave East, ახალი მიქსტეიპი "Karma 3" გამოაქვეყნა. ჰარლემელი შემსრულებლის სტუდიური ნამუშევარი 15 კომპოზიციას აერთიანებს. დეივის ჩანაწერში Popcaan, Trey Songz, Trouble, A Boogie Wit Da Hoodie, Young Dolph, Benny The Butcher, Mary J. Blige და სხვა მუსიკოსები მონაწილეობენ.

ნახეთ: Dave East - Menace

ნახეთ: Dave East - Handsome

ნახეთ: Dave East - Really Wit Me

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. თუმცა, ჯერჯერობით მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება. 2019 წლის ნოემბერში დეივმა სადებიუტო ალბომი Survival გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული