Thumbnail

ნახეთ, როგორ ატარებენ შვებულებას ცნობილი მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცნობილ მუსიკოსებს ტურნეებისა და საფესტივალო გამოსვლების გაუქმება მოუხდათ, რის გამოც ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, არტისტები აქტიურად ავრცელებდნენ თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩაწერილ კომპოზიციებსა და სახელდახელოდ შექმნილ კლიპებს, აგრეთვე, მართავდნენ კონცერტებს ლაივ სტრიმის საშუალებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ქვეყნების ნაწილს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა, მათ შვებულების გასატარებლად ოკეანის სანაპიროებსა თუ სამთო კურორტებს მიაშურეს, დასვენების ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელებში განათავსეს.

ფოტოგალერეა: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა მამების დღე

ნახეთ, როგორ აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა 51-ე დაბადების დღე

Ariana Grande

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ იუტას შტატში იმოგზაურა. მან არჩევანი 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Amangiri-ზე შეაჩერა.

Ariana Grande

27 წლის მომღერალი კანიონის სანახავად უდაბნოშიც იმყოფებოდა. 

Justin Bieber

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად მინი ავტობუსით მოგზაურობს და ტბებზე ნავით სეირნობის, გოლფის თამაშისა და პარკში სიარულის ამსახველ ფოტოებს ხშირად ავრცელებს.

Justin Bieber

წყვილი უაიომინგსა და იუტაშიც იმყოფებოდა.

Dua Lipa

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა ივლისში კარიბის ზღვის კუნძულ სენტ ლუსიას ეწვია შეყვარებულთან, მოდელ ანვარ ჰადიდთან ერთად.

Drake

კანადელი სუპერვარსკვლავი რამდენიმე დღით ბარბადოსს ესტუმრა.

Christina Aguilera

პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამ აშშ-ის დასავლეთში ფურგონით მოგზაურობა დაგეგმა. მან ინსტაგრამზე შვილთან, მაქსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Christina Aguilera

არტისტმა საქმროსთან, მეთიუ რუტლერთან ერთად წყნარი ოკეანის პირას მოწყობილი რომანტიკული ვახშმის ამსახველი კადრიც გაავრცელა.

John Legend

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი ცოლთან, ტელევარსკვლავ ქრისი თიგენთან და შვილებთან ერთად მექსიკაში ოკენისპირა ქალაქ პუერტო ვალერტას ეწვია.

Kanye West

გავლენიანი ჩიკაგოელი რეპერი, ქანიე ვესთი ოჯახთან ერთად კარიბებზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში ისვენებდა. მან ტვიტერზე ცოლის, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც უფროს შვილთან, North-თან ერთად ცეკვავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული