Thumbnail

მოუსმინეთ: Boldy James ახალ ალბომს The Versace Tape ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკულ ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Griselda გაწევრიანების შემდეგ, დეტროიტელმა ანდერგრაუნდ ემსიმ, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, პირველი ახალი ალბომი The Versace Tape გამოაქვეყნა. სტუდიური ნამუშევარი 10 კომპოზიციას მოიცავს, რომლებშიც Westside Gunn, El camino, Keisha Plum და Tiona Deniece მონაწილეობენ. როგორც რეპერმა აღნიშნა, მან ალბომი ერთ კვირაში ჩაწერა.

მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ

ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Scrape The Bowl ავრცელებენ

ნახეთ: Boldy James, The Alchemist და Evidence კლიპში Grey October

ბოლდი ჯეიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ანდერგრაუნდ ემსიმ სახელი ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად 2013 წელს ჩაწერილი ალბომით My 1st Chemistry Set გაითქვა. კოლეგებმა 2020 წელს მეორე კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2020 წლიდან დეტროიტელი შემსრულებელი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული