Thumbnail

კანადელმა მუსიკოსებმა Orville Peck და შანაია თვეინმა ახალი კომპოზიცია Legends Never Die და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ტრეკი ორვილ პეკის EP-ში სახელწოდებით Show Pony შევიდა, რომელიც გაყიდვაში 14 აგვისტოს ჩაეშვა.

ნახეთ: Orville Peck-მა კომპოზიციის Summertime აკუსტიკური ვერსია გაავრცელა

ნახეთ: Orville Peck-მა კომპოზიციაზე Queen of the Rodeo კლიპი გადაიღო

ორვილ პეკი ამერიკული ვესტერნების საკულტო გმირის, მარტოხელა რეინჯერის ნიღაბს ამოფარებული მუსიკოსის ფსევდონიმია, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს. არსებობს ვარაუდი, რომ ის კანადური პანკ ჯგუფის Nü Sensae დრამერი, დანიელ პიტუ გახლავთ, რადგან მათ იდენტური ტატუები აქვთ ერთსა და იმავე ადგილას. 2020 წელს არტისტის სადებიუტო ალბომმა Pony საუკეთესო ალტერნატიული ნამუშევრის კატეგორიაში Juno Awards-ის ჯილდო დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული