Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელვის კოსტელომ ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია We Are All Cowards Now გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ ალბომში Hey Clockface იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Elvis Costello - Hetty O’Hara Confidential

ნახეთ: Elvis Costello - No Flag

ელვის კოსტელომ მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო. პოპის, როკისა და ნიუ ვეივის შემსრულებელმა ჰიტებით I Want You, She და Pump It Up გაითქვა სახელი. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, The Roots, The Strokes და ა.შ. 2003 წლიდან კოსტელო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული