Thumbnail

ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Evanescence ახალი სიმღერა Use My Voice გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში The Bitter Truth იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გამოიცემა.

ნახეთ: Evanescence კომპოზიციის The Game Is Over კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Evanescence - Wasted On You

Evanescence მომღერალმა და პიანისტმა, ემი ლიმ, გიტარისტ ბენ მუდისთან ერთად 1995 წელს შექმნა. რვა წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Fallen გაავრცელა, რომელმაც მუსიკოსებს გრემის ორი ჯილდო მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის 17 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ამის შემდეგ მუდიმ კოლექტივი დატოვა. ბენდს, რომელმაც წლების მანძილზე შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული