Thumbnail

ნახეთ: Dua Lipa-ს სიმღერის Levitating რემიქსში Madonna და Missy Elliott მონაწილეობენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა თავის მეორე სტუდიურ ნამუშევარში Future Nostalgia შესული კომპოზიციის Levitating რემიქსს და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, მისი ელიოტი და ლეგენდარული მუსიკოსი, მადონა მონაწილეობენ. სიმღერის განახლებულ ვერსიაზე ამერიკელმა დიჯეიმ The Blessed Madonna იმუშავა, რომელიც წარსულში ფსევდონიმით The Black Madonna მოღვაწეობდა. ტრეკი ალბომის დელუქს ვერსიაში Club Future Nostalgia: The Remix Album იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 აგვისტოს ჩაეშვება.

დუა ლიპა ალბომის Future Nostalgia დელუქს ვერსიას აანონსებს

რეჟისორ ვილ ჰუპერის ნამუშევარში დუა ლიპასთან ერთად მისი ელიოტიცაა გადაღებული. კლიპში ასევე მონაწილეობს 24 წლის არტისტის შეყვარებული, მოდელი ანვარ ჰადიდი.

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული