Thumbnail

შვედმა მუსიკოსმა, ანა ფონ ჰაუსვოლფმა ახალი კომპოზიცია All Thoughts Fly გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ, ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: Anna von Hausswolff - Sacro Bosco

ანა ფონ ჰაუსვოლფმა მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Singing From the Grave გაავრცელა. მას ამ დრომდე ოთხი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ანას შემოქმედება ნეოკლასიკურ დარქ ვეივს, ემბიენთ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული