Thumbnail

ცნობილი ისლანდიური ჯგუფის, Sigur Rós-ის ფრონტმენმა, იოუნსიმ შოტლანდიელ მუსიკოს ელისაბედ ფრეიზერთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Cannibal და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ სოლო ალბომში Shiver იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 ოქტომბერს გამოიცემა. ვიდეორგოლის ავტორი ჯოვანი რიბისი გახლავთ.

ნახეთ: Sigur Rós-ის ფრონტმენმა, იოუნსიმ ახალი კომპოზიცია Swill გაავრცელა

ნახეთ: Sigur Rós-ის ფრონტმენმა, იოუნსიმ კომპოზიცია Exhale კლიპთან ერთად გაავრცელა

მოუსმინეთ: Sigur Rós-ის ფრონტმენმა, იოუნსიმ კომპოზიცია Dark Wave გაავრცელა

იონ ბირგისონმა მუსიკალური კარიერა 1992 წელს დაიწყო. შემსრულებელი ცნობილი ჯგუფ Sigur Rós-ში მოღვაწეობით გახდა. პარალელურად ის ამერიკელ არტისტთან, ალექს სომერსთან ერთად დუეტის Jónsi & Alex წევრიცაა. მუსიკოსს ერთი სოლო ალბომი Go აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული