Thumbnail

ამერიკული ჯაზ კოლექტივი Squirrel Nut Zippers ახალ კომპოზიციას Train On Fire და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში მულტიინსტუმენტალისტი ენდრიუ ბერდი მონაწილეობს, რომელიც ჯგუფს 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Lost Songs of Doc Souchon შევა, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ჯგუფი Squirrel Nut Zippers ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ შაპელ ჰილში 1993 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი The Inevitable გაავრცელეს. ჯაზ კოლექტივს, რომელიც კარიერის განმავლობაში ორჯერ დაიშალა და შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული