Thumbnail

კალიფორნიული არენბი დუეტი THEY. მსმენელს ახალ კომპოზიციას STCU სთავაზობს. დასავლელი მუსიკოსების ჩანაწერში ვეტერანი სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თრეფ მიმდინარეობის ერთ-ერთი პიონერი Juicy J მონაწილეობს. ამ უკანასკნელმა წვლილი ტრეკის ინსტრუმენტალის შექმნაშიც შეიტანა. ნამუშევარი გაერთიანების მომავალ ალბომში The Amanda Tape იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Juicy J x Wiz Khalifa - Gat Damn High

არენბი დუეტი THEY. მუსიკოსებმა, დანთე ჯოუნსმა და ენდრიუ ნილიმ ჩამოაყალიბეს. კალიფორნიულმა გაერთიანებამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ამავე წელს კოლექტივმა სადებიუტო EP სახელწოდებით Nü Religion გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ კი გაყიდვაში პირველი ალბომი Nü Religion: Hyena ჩაეშვა. დუეტის კომერციულად ყველაზე წარმატებული ნამუშევარი 2015 წლის ოქროს სტატუსის მფლობელი სინგლი Working For It გახლავთ, რომელშიც ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ცნობილი არტისტი, სკრილექსი მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული