Thumbnail

ნახეთ: BTS-მა America's Got Talent-ში ჰიტი Dynamite შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ტელეკომპანია NBC-ის რეიტინგულ სატელევიზიო შოუში America's Got Talent ახალი ჰიტი Dynamite შეასრულა. კორონავირუსის პანდემიის გამო ბიჭებმა გადაცემაში სტუმრობა ვერ შეძლეს და თაყვანისმცემლებს პერფორმანსი სეულიდან შესთავაზეს.

ნახეთ: BTS ახალი ვიდეოთამაშის BTS Universe Story თრეილერს ავრცელებს

ნახეთ: BTS-მა NBC-ის გადაცემაში Today Show ორი კომპოზიცია შეასრულა

ეს შოუში "ბითისესის" პირველი გამოჩენა არ არის. 2018 წელს ჯგუფმა America's Got Talent-ის სცენაზე ალბომში Love Yourself: Answer შესული კომპოზიცია Idol შეასრულა .

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული