Thumbnail

ვეტერანი ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევორ სმიტ უმცროსი, ფსევდონიმით Busta Rhymes, განაგრძობს მომავალი ალბომის "E.L.E. 2" პრომოუშენს და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას YUUUU სთავაზობს. ნიუ იორკელი ემსის ჩანაწერში გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი, ანდერსონ ფექი მონაწილეობს, რომელმაც ბასთასთან აქამდეც ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერიც ანდერსონი გახლავთ.

მოუსმინეთ: Busta Rhymes x Vybz Kartel - The Don & The Boss

ნახეთ: Trippie Redd x Busta Rhymes – I Got You

მოუსმინეთ: Anderson .Paak - Bubblin (Remix) Feat. Busta Rhymes

ბასთა რაიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 1989 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ლეგენდარული წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ გაერთიანებიდან Leaders Of The New School გაიცნო. ჯგუფმა სულ ორი ალბომი გამოუშვა, თითოეულმა მათგანმა მსმენელის მოწონება დაიმსახურა. ბრუკლინელი ემსის სოლო დისკოგრაფიაში 9 ალბომი, 3 კომპილაციური ალბომი და 7 მიქსტეიპი ერთიანდება. ციფრულმა პლატფორმამ About.com და გავლენიანმა გამოცემამ The Source ტრევორი ყველა დროის 50 რეპერს შორის დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული