Thumbnail

ამერიკული ვიჩ ჰაუს ჯგუფი SALEM ახალ კომპოზიციას Starfall და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ეს ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელიც კოლექტივმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ტომი მალეკოვი გახლავთ.

მოუსმინეთ: SALEM ახალ მიქსტეიპს STAY DOWN ავრცელებს

ვიჩ ჰაუსის ერთ-ერთი პიონერი ჯგუფი SALEM მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს სითიში 2008 წელს შეიქმნა. არაერთი მიქსტეიპის გავრცელების შემდეგ, 2010 წლის კოლექტივმა სადებიუტო ალბომი King Night გამოსცა. ამის შემდეგ გაერთიანებას შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. წელს მუსიკოსები სტუდიას კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული