Thumbnail

მოუსმინეთ: Pop Smoke-ის ტრეკის Mood Swings რემიქსი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გარდაცვლილი 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, იუთუბის არხზე კომპოზიციის Mood Swings რემიქსი გამოქვეყნდა. ნიუ იორკელი რეპერის ჩანაწერის ალტერნატიულ ვერსიაში ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი Summer Walker და ფოფ სმოუქის ახლო მეგობარი Lil Tjay მონაწილეობენ. ტრეკის ორიგინალი ბრუკლინელი მუსიკოსის 2020 წლის ალბომში Shoot For The Stars Aim For The Moon არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის სადებიუტო ალბომის დელუქს ვერსია გავრცელდა

ნახეთ: სახლი, რომელშიც Pop Smoke მოკლეს, იყიდება

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული