Thumbnail

ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, საბა მსმენელს ახალი კომპოზიციით Mrs. Whoever და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მუსიკოსი გახლავთ.

საბამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Bucket List Project 2016 წელს გამოიცა, თუმცა, რეპერმა ფართო საზოგადოების ყურადღება ორი წლის შემდეგ გამოქვეყნებული მეორე სტუდიური ჩანაწერით Care For Me მოიპოვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. 2019 წელს საბამ კოლეგებთან, სმინოსთან და ნოუნეიმთან ერთად სუპერჯგუფი Ghetto Sage ჩამოაყალიბა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული