Thumbnail

ბრაზილიელი პოპვარსკვლავი, ლარისა დე მასედო მაჩადო, ფსევდონიმით Anitta, ტექსტურ ვიდერგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Me Gusta ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი და პუერტორიკოელი რეპერი, მაიკ თაუერსი მონაწილეობენ.

ანიტამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არტისტმა ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მას ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2013 წელს გამოშვებულმა სინგლმა Show das Poderosas მოუტანა, რომელსაც იუთუბზე 150 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული