Thumbnail

ლედი გაგა: შავკანიანთა მუსიკის გავლენა ყველა ჟანრზე იგრძნობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შავკანიანთა მუსიკის გავლენა ყველა ჟანრზე იგრძნობა და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. ამასთან, მუსიკოსმა საუბრისას აფროამერიკელების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ სოციალური თანასწორობა არა უბრალოდ სიტყვები, არამედ ცხოვრების სტილი უნდა იყოს.

ნახეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ MTV VMA-ზე ჰიტი Rain on Me შეასრულეს

არიანა გრანდე: ლედი გაგამ რეპეტიციაზე თვალი გამიკაწრა

ნახეთ: ლედი გაგამ გამვლელს თავისი ქურთუკი აჩუქა

"როდესაც ამერიკაში ვიბადებით, ყველა ვიწამლებით თეთრკანიანთა უპირატესობით. ახლაც კი გააზრების პროცესში ვარ - ვფიქრობ, რა მაქვს სასწავლი და რა უნდა ამოვიგდო თავიდან. სოციალური თანასწორობის შესახებ მარტო გაზეთებში არ უნდა იწერებოდეს, ეს ცხოვრების სტილია. აქტივიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიახ, შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია და ჩვენ ამ ყველაფერზე უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. ჩემი ბოლო ალბომის Chromatica ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო ქვიარ ჰაუსის შემქმნელის, ფრენკი ნაქლზის შემოქმედება იყო. შეუმჩნეველი ვერ დაგრჩება ის, რომ შავკანიანი არტისტების გავლენა ყველა მუსიკალურ ჟანრზე იგრძნობა, ეს ფაქტია", - ამბობს გაგა.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული