Thumbnail

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ახალი კომპოზიცია Holy და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper მონაწილეობს. ეს პირველი სინგლია, რომელიც ჯასტინმა რიგით მეხუთე ალბომის Changes გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ ჩემში ეგოიზმი დავძლიო, კარგი ქმარი და მამა ვიყო

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა K-Ci & JoJo-ს კომპოზიცია All My Life დააქავერა

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული