Thumbnail

ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტი, ჩრდილოკაროლინელი მარლანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ემსიმ ახალი კომპოზიცია '12 Problems' გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი Don Cannon გახლავთ.

მოუსმინეთ: Rapsody ალბომს Eve ავრცელებს

ნახეთ: Rapsody ვიდეორგოლს Afeni ავრცელებს

ნახეთ: Rapsody ვიდეორგოლს Nina აქვეყნებს

რეფსოდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად რეპერი ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერთან 9th Wonder თანამშრომლობდა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარული შემსრულებლის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი Laila's Wisdom 2017 წელს გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი. სამხრეთელი შემსრულებლის 2019 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Eve ასევე მუსიკალური კრიტიკოსების მაღალი ეფასებები დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული