Thumbnail

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ყოველი ტურნეს დასრულების შემდეგ ვამბობ, რომ ეს იყო ბოლო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენი, დეივ გროლი ბრიტანული ტელეარხის, Sky Arts-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ პროექტში Brian Johnson Meets Dave Grohl ავსტრალიური ბენდის, AC/DC-ის ყოფილ წევრთან, ბრაიან ჯონსონთან ერთად მონაწილეობს. გადაცემაში არტისტები მაყურებლებს თავიანთი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს უზიარებენ.

დეივ გროლი: The Beatles-ის ეს სიმღერა კურტ კობეინს მახსენებს

ნახეთ: დეივ გროლის რჩეული სიმღერები The Beatles-ის შემოქმედებიდან

დეივ გროლი: ერთი პერიოდი მეშინოდა, რომ Nirvana-დან გამაგდებდნენ

შოუს პირველ ეპიზოდში გროლმა აღნიშნა, რომ Foo Fighters-თან ერთად გამართული ყოველი ხანგრძლივი ტურნეს დასრულების შემდეგ ფიქრობს, რომ ის კოლექტივთან ერთად მეტ კონცერტს აღარ ჩაატარებს.

"ჩემი ახლობლები უკვე დიდი ხანია, ხალისობენ იმაზე, რომ ჯგუფთან ერთად გამართული ყოველი ხანგრძლივი ტურნეს დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, ვამბობ, რომ ეს ბოლო იყო, კონცერტებს აღარ ჩავატარებ და მინიმუმ 2-წლიან პაუზას ავიღებ. მეგობრები მიყურებენ და მეუბნებიან, რომ ეს გამორიცხულია. მართლებიც არიან, რადგან ასეთი ხმამაღალი განცხადების შემდეგ გადის თვენახევარი, ხელში ვიღებ გიტარას, ვწერ სიმღერებს და ბენდის წევრებს ვეუბნები, რომ ახალი კომპოზიციის შექმნის დროა. სულ ასე ხდება", - ამბობს გროლი.

დეივ გროლი 1990-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა. არტისტმა ორივე ჯგუფში მოღვაწეობისას სულ 16 გრემი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული