Thumbnail

მოუსმინეთ: პრინსის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია I Need A Man გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის წარმომადგენლებმა მისი აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია I Need A Man გაავრცელეს. სიმღერა შემსრულებლის 1987 წლის ალბომის Sign o' the Times დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა. ტრეკი პრინსმა 1981 წელს ჩაწერა.

მოუსმინეთ: პრინსის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Cosmic Day გავრცელდა

რატომ აიძულებდა ფრედი მერკური მეგობრებს პრინსის ვიდეოების ყურებას

პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. მისი მხარდამჭერი ბენდი The Revolution კი 1979-ში ჩამოაყალიბა. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2016 წელს პრინსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული