Thumbnail

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ქანთრი მუსიკის რიგით 55-ე დაჯილდოება ACM Awards გაიმართა, რომელიც თავდაპირველად 5 აპრილს, ლას ვეგასში იყო დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ცერემონიამ დამსწრე აუდიტორიის გარეშე ჩაიარა. მაყურებლებს კი, რომლებიც ღონისძიებას სახლებიდან ადევნებდნენ თვალს, საშუალება მიეცათ, პერფორმანსებთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი არტისტებიც ეხილათ.

ნახეთ: რა ეცვათ მუსიკოსებს MTV VMA-ის წითელ ხალიჩაზე

გთავაზობთ ღონისძიების სტუმარი შემსრულებლების გამორჩეულ ჩაცმულობებს:

Taylor Swift

ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ტეილორ სვიფტის პირველი გამოჩენა იყო ქანთრი მუსიკის დაჯილდოებაზე. Stella McCartney-ს დიზაინით შექმნილ სამოსში გამოწყობილი არტისტი სცენაზე პერფორმანსით წარდგა, მანამდე კი წითელ ხალიჩაზე გაიარა, სადაც საკუთარი ხელით გაკეთებული ვარცხნილობითა და მაკიაჟით იწონებდა თავს. 

Miranda Lambert

ცნობილმა ქანთრი შემსრულებელმა, მირანდა ლამბერტმა ჯინსის შარვალს ღია ცისფერი პერანგი შეუხამა.

Kelsea Ballerini

კელსი ბალერინი, რომელიც წლის საუკეთესო ქალი არტისტის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, წითელ ხალიჩაზე Raisa Vanessa-ს კაბით გამოჩნდა. 

Carrie Underwood

ქერი ანდერვუდმა კი კამერების წინ შავი, ბრჭყვიალა კაბით გაიარა.

Dan + Shay

გრემის მფლობელი ქანთრი დუეტის წევრებმა, დენ სმაიერსმა და შეი მუნიმ არჩევანი შავ კოსტიუმებზე შეაჩერეს.

Maren Morris

ამერიკელი მომღერალი, მარენ მორისი წითელ ხალიჩაზე Versace-ს ჭრელი კაბით გამოჩნდა.

Florida Georgia Line

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ქანთრი დუეტის წევრები, ბრაიან კელი და ტაილერ ჰაბერტი. ამ უკანასკნელმა არჩევანი Stetson-ის სამოსზე შეაჩერა, ბრაიანმა კი Dolce & Gabbana მოირგო.

Mickey Guyton

მიკი გაიტონმა, სცენაზე პერფორმანსის გამართვამდე, წითელ ხალიჩაზე გაიარა. ორსული მუსიკოსი თეთრი კაბით იწონებდა თავს.

Tenille Townes

წლის ახალბედა ქალი არტისტის კატეგორიაში გამარჯვებამდე, ტენილ ტოუნსმა კამერების ყურადღება მაიკლ კოსტელოს კომბინეზონით მიიქცია.

Jimmie Allen

ჯიმი ალენმა კი ქანთრი სტილში გადაწყვეტილი ტყავის სამოსი შეარჩია.  

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული