Thumbnail

ტვიტერის მომხმარებლები ბარბადოსის დედოფლად რიანას გამოცხადებას ითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტვიტერის მომხმარებელთა ნაწილი ბარბადოსის სახელმწიფოს დედოფლად რიანას გამოცხადების ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მეთაური 2021 წლის ნოემბრიდან გაერთიანებული სამეფოს მონარქი, ელისაბედ მეორე აღარ იქნება. ინტერნეტმომხმარებლების აზრით, დედოფლად ბარბადოსში დაბადებული და გაზრდილი რირი უნდა დაინიშნოს, რომელმაც თავისი სამშობლო მსოფლიოში ასახელა.

მუსიკოსები, რომლებსაც Umbrella-ს შესრულება რიანამდე შესთავაზეს

ფოტოგალერეა: რიანა ლონდონში მდებარე სახლს $41 მილიონად ყიდის

რიანამ თავის "ორეულს" ალბომის გამოშვება სთხოვა

"მოგიწოდებთ - რიანა ბარბადოსის დედოფლად!".

"ყველამ მხარი დაუჭირეთ ბარბადოსის ნამდვილ დედოფალს, რიანას".

"რიანა ბარბადოსის რესპუბლიკის დედოფალია".

"რაში სჭირდება ბარბადოსს მმართველად დედოფალი, როცა მათ შეუძლიათ, რიანა ჰყავდეთ?", - წერენ ტვიტერის მომხმარებლები.

აღსანიშნავია, რომ ბარბადოსის რესპუბლიკად გამოცხადება მომავალ წელს, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მიღების 55-ე წლისთავზე იგეგემება.

"დრო მოვიდა, ჩვენს კოლონიურ წარსულს საბოლოოდ დავუსვათ წერტილი", - ციტირებს სამაუწყებლო კომპანია BBC ქვეყნის პრემიერმინისტრის, მია მოთლის სიტყვებს.

რობინ რიანა ფენტიმ ბარბადოსის დედაქალაქი, ბრიჯტაუნი თიენიჯერობის ასაკში მუსიკალური კარიერის ასაწყობად დატოვა. 2017 წელს იმ ქუჩას, სადაც რიანა გაიზარდა, მომღერლის პატივსაცემად Rihanna Drive უწოდეს. მომდევნო წელს კი ის ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასახელდა, რომლის საქმიანობაც ქვეყანაში ტურიზმის, განათლების დონისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით მუშაობაში ჩართულობას გულისხმობს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული