Thumbnail

"ცრემლიც არ ჩამომვარდნია" - Cardi B-მ რეპერ Offset-თან განქორწინებაზე პირველად ისაუბრა

ცნობილმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ მას შემდეგ, რაც ქმართან, რეპერ Offset-თან განქორწინებაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა, თაყვანისმცემლებთან ამ თემაზე პირველად ისაუბრა. ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ოფსეტთან ურთიერთობა დასრულებულია და მას ვეღარაფერი აღადგენს.

ნახეთ: Cardi B სასამართლოში Offset-თან განქორწინებას ითხოვს

"პირველ რიგში, ჩემს თაყვანისმცემლებს დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. თუმცა, მე ის არ მჭირდება. თავს კარგად ვგრძნობ. წვეთი ცრემლიც არ გადმომვარდნია. ამჯერად არ მიტირია. იცით, რატომ? დაშორების მიზეზი არ არის წარსულში მომხდარი მოვლენები. ღალატი არაფერ შუაშია. ზოგი ამბობს, ოფსეტი ახალ ბავშვს ელოდებაო. სრული აბსურდია", - განაცხადა ქარდიმ.

ამის შემდეგ რეპერმა განმარტა, რატომ მიიღო ქმართან განქორწინების გადაწყვეტილება.

"უბრალოდ, დავიღალე მუდმივი ჩხუბით და უთანხმოებით. როდესაც გრძნობ, რომ აღარ არის თქვენ შორის ძველებური ურთიერთობა, რაც ღალატამდე იყო. მომბეზრდა. არ მიყვარს რაღაცების მოგონება, რომ კარგად გავიყიდო. ვერ გამიგია, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ განქორწინებისთვის მაინცდამაინც რაიმე კონკრეტული საშინელი მიზეზი უნდა არსებობდეს. ხანდახან ადამიანები, უბრალოდ, სხვადასხვა გზით მიდიან, სხვადასხვანაირად ვითარდებიან. ამ კაცთან 4 წლის განმავლობაში ვიცხოვრე. მასთან მყავს შვილი. უბრალოდ, იღლები მუდმივი კამათით და შერიგებებით. და მანამ რაიმე ცუდი მოხდება, შორდები - მანამ გიღალატებენ. ზოგჯერ უბრალოდ გინდება, რომ წახვიდე. რა არის ამაში ცუდი? მადლობა კიდევ ერთხელ სიყვარულის გამოხატვისთვის. კარგად ვარ. არ მომიწყენია, არ ვარ განადგურებული და გულნატკენი", - აღნიშნა ქარდი ბიმ.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ შარშან საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. 2018 წლის დეკემბერში მუსიკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში, ოფსეტის მრავალი მცდელობის შემდეგ, წყვილი შერიგდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული