Thumbnail

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები, გიორგი შენგელია, ფსევდონიმით FuLA და ირაკლი ნინუა, სასცენო სახელით Ol' Boy, მსმენელს 5-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ. კოლეგებმა ახალი კოლაბორაციული ტრეკი "ვერ გაიგებ" გამოაქვეყნეს.

ნახეთ: FuLA & Ol' Boy - სავიზიტო ბარათი

ნახეთ: FuLA x Ol' Boy x Hally - სტუმრად ვარ

ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა

ფულამ და ოლ' ბოიმ უკვე რამდენიმე წელია, ერთგვარი ჰიპ ჰოპ დუეტი ჩამოაყალიბეს და მსმენელს საერთო ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ. მათი პოპულარული ერთობლივი კომპოზიციებია: "უბატონო", "ძარცვა", "ვაცდენ", "Ronaldinho" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული