Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, რობერტ გილი, ფსევდონიმით Reason, მსმენელს ახალ კომპოზიციას The Soul (Pt. 2) სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერები BREGMA, Lonestarrmuzik და Kal Banx არიან. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელმა რეპერმა ნამუშევარი თავის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა.

ნახეთ: Reason - Field Nigga

ნახეთ: Reason და ScHoolboy Q კლიპს Pop Shit ავრცელებენ

ნახეთ: Reason, Boogie და Ab-Soul კლიპს Trapped In ავრცელებენ

რიზონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის Top Dawg Entertainment წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული