Thumbnail

მოუსმინეთ: Armani Caesar სადებიუტო ალბომს The Liz Tape ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქალაქ ბუფალოში შექმნილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda ახალწვეულმა, არმანი სეზარმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Liz Tape ჩაუშვა, რომელიც 11 კომპოზიციას აერთიანებს. ახალბედა რეპერის სტუდიურ ჩანაწერში ამავე კოლექტივის წევრები: Westside Gunn, Conway The Machine და Benny The Butcher მონაწილეობენ. ნამუშევრის სინგლის Simply Done პროდიუსერი კი ლეგენდარული DJ Premier გახლავთ.

ნახეთ: Armani Caesar და Benny The Butcher კლიპში Simply Done

არმანი "გრიზელდას" დამფუძნებლის, ვესთსაიდ განის მსგავსად, შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოდან გახლავთ. მან რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა, მუსიკას მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, აქვეყნებს. გაერთიანებაში ის მიმდინარე წელს გაწევრიანდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული