Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა Blondie-ს საკულტო სიმღერა Heart of Glass შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა iHeartRadio-ს ვირტუალურ ფესტივალზე ლეგენდარული ჯგუფის Blondie საკულტო კომპოზიციის Heart of Glass ქავერ ვერსია შეასრულა. ონლაინ ღონისძიება iHeartRadio Music Festival-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა.

ნახეთ: მაილი საირუსმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში Midnight Sky შეასრულა

Heart of Glass დები ჰარის კოლექტივის ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა. სინგლი Blondie-ს რიგით მესამე ალბომში Parallel Lines შედის, რომელიც 1978 წელს გავრცელდა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული