Thumbnail

1992 წლის 12 ივლისს ქალაქ ქუთაისში კონცერტი სახელწოდებით "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც კლუბი "მელომანი" და ორგანიზაცია "ანტიშიდსი" იყვნენ.

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მსმენელების წინაშე 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები - დადა დადიანი, ირაკლი ჩარკვიანი, რობი კუხიანიძე, სერგი გვარჯალაძე და სხვები წარდგნენ. კონცერტი კახა კიკაბიძემ გახსნა, რომელმაც სიმღერა "თბილისური ბლუზი" შეასრულა, რის შემდეგაც სცენა ჯგუფებს "ტაქსი", "საბავშვო მედიცინა", "გენეტიკური კოდი" და "აუტსაიდერი" დაეთმო. ღონისძიებაში ასევე ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, აკაკი ბაბუნაშვილი, სასცენო სახელით შავი პრინცი, მონაწილეობდა.

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მუსიკოსებმა ოცდახუთამდე კომპოზიცია შეასრულეს. ღონისძიების ვიდეოგადაღება და ხმის ჩაწერა ქუთაისის კომერციულმა ტელევიზიამ და ჟურნალისტ ლაშა გაბუნიას საავტორო გადაცემამ "კედელი" უზრუნველყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული