Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანების LTFR წევრი, ამიკო ნინუა, ფსევდონიმით Cutkill, მსმენელს ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქათქილმა ახალი ტრეკი Whiskey Cola Ananasi გამოაქვეყნა, რომელშიც ამავე კოლექტივის წევრები Luna997 და Turbohikari მონაწილეობენ. ჩანაწერის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: KayaKata - Fabio Cannavaro Ft. TurboHikari & MC CutKill

ამიკო გამოცდილი ემსია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2010-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. ის პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანების LTFR ერთ-ერთი პირველი წევრია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქათქილი რეჩიტატივს ინგლისურ ენაზე კითხულობდა. რეპერი აგრეთვე ფსევდონიმით Accidboy მოღვაწეობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული