Thumbnail

მოუსმინეთ: ვაქო - არავის ეგონა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსი ვახტანგ ქანთარია, ფსევდონიმით ვაქო, კომპოზიციას "არავის ეგონა" ავრცელებს.

"სიმღერა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ეგონა, რომ იყო უკეთესი, ვიდრე წარმოედგინა. ჩემ მიერ დაწერილი ნაწარმოები 2019 წელს წაიშალა კომპიუტერის დისკის დაზიანების გამო, ამიტომ 2020-ში ის ხელახლა ჩავწერე", - წერს არტისტი ვიდეოს აღწერაში.

ვახტანგ ქანთარიამ შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ძმასთან, თემურთან ერთად დუეტი The W შექმნა. მუსიკოსი ჯგუფში 2016 წლამდე უკრავდა. 2017 წელს მან, სასცენო სახელით ვაქო, სოლო მოღვაწეობა დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი სადებიუტო ალბომი "ეგზისტენციალური ცდომილებები" გაავრცელა. არტისტი ამ ეტაპზე ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული