Thumbnail

მოუსმინეთ: ლიუკე ლიმ I Will Survive დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შვედმა ინდი პოპ შემსრულებელმა, ლიუკე ლიმ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, გლორია გეინორის საკულტო კომპოზიციის I Will Survive ქავერ ვერსია გაავრცელა.

სიმღერის ისტორია: I Will Survive

I Will Survive გლორია გეინორმა 1978 წელს გამოუშვა. სიმღერა არტისტის რიგით მეექვსე ალბომში Love Tracks შედის. პლატინის ხარისხის მქონე სინგლი პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დაქავერებული ჩანაწერია.

ლიუკე ლი ინდი პოპ არტისტია, რომელმაც კარიერა 2007 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა 2011 წელს გამოსულმა ტრეკმა I Follow Rivers მოუტანა. ჩანაწერი 2013 წლის კანის ფესტივალის მთავარი პრიზიორის "ლურჯი ყველაზე თბილი ფერია" საუნდტრეკადაც გამოიყენეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული