Thumbnail

ნახეთ: BTS-ის პერფორმანსი გადაცემაში Tiny Desk Concert

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ამერიკული მედიაპლატფორმის, NPR-ის გადაცემაში Tiny Desk Concert მიიღო მონაწილეობა. კოლექტივმა თაყვანისმცემლებისთვის, ახალ ჰიტ Dynamite-თან ერთად, ძველი კომპოზიციები Save Me და Spring Day შეასრულა 2016-17 წლებში გავრცელებული ალბომებიდან The Most Beautiful Moment In Life: Young Forever და You Never Walk Alone. ბიჭებს აკომპანირებას ლაივ ბენდი უწევდა.

რაში დახარჯა BTS-ის არემმა $85 000 საკუთარ დაბადების დღეზე

BTS-ის არემი: ამერიკაში უცხოპლანეტელებივით გვიყურებენ

ნახეთ: BTS-მა America's Got Talent-ში ჰიტი Dynamite შეასრულა

NPR-ის ცნობილი საკონცერტო სერიები კორონავირუსის პანდემიის პირობებში განახლებული ფორმატით Tiny Desk (Home) Concert მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, "ბითიესის" გარდა, დისტანციური პერფორმანსები გამართეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილი აილიში, ჰარი სტაილზი, ნორა ჯონსი და სხვები.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული