Thumbnail

მოუსმინეთ: ეიმი მანი ლეონარდ კოენის კომპოზიციის Avalanche ქავერ ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი როკ შემსრულებელი, ეიმი მანი ლეგენდარული მუსიკოსის, ლეონარდ კოენის, კომპოზიციის Avalanche ქავერ ვერსიას ავრცელებს. არტისტმა სიმღერა საკაბელო არხის HBO-ს ახალი სერიალისთვის I’ll Be Gone In The Dark ჩაწერა.

Avalanche ლეონარდ კოენმა 1971 წელს გამოუშვა. სინგლი მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Songs of Love and Hate შედის, რომელიც ამავე წელს გამოქვეყნდა.

ეიმი მანმა შემოქმედებითი კარიერა 1982 წელს ნიუ ვეივ ჯგუფში 'Til Tuesday დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში სამი ალბომი გაავრცელა, 1989 წელს კი დაიშალა. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Whatever გამოაქვეყნა. ორი გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული