Thumbnail

ქანიე ვესთის ტრეკის Use This Gospel რემიქსში ემინემი მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ეპოქალურ კოლეგებთან, დოქტორ დრესთან და ემინემთან ერთად კომპოზიციის Use This Gospel ალტერნატიულ ვერსიაზე ითანამშრომლა. ამის შესახებ ინფორმაცია ვესთმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიცემა ნამუშევრის რემიქსი.

ნახეთ: ქანიე ვესთმა გრემის ჯილდო უნიტაზში ჩააგდო

ქანიე ვესთი: მე ახალი მოსე ვარ

ქანიე ვესთი თავისი საარჩევნო შტაბის წევრებს სთხოვს, ქორწინებამდე სექსი აღარ ჰქონდეთ

"მადლობა ემინემს, რომ დოქტორ დრეს მიერ გარემიქსებულ კომპოზიციაში Use This Gospel მონაწილეობს. ყოველთვის მიყვარდი და პატივს გცემდი. ჩემთვის შენთან თანამშრომლობა დიდი პატივია. ქანიე ვესთის შემოქმედებიდან ეს ტრეკი ჩემს უფროს შვილს ყველაზე მეტად უყვარს", - დაწერა ჩიკაგოელმა.

ტრეკი Use This Gospel ვესთის 2019 წლის გოსპელით შთაგონებულ ალბომში Jesus Is King არის წარმოდგენილი. კომპოზიციის ორიგინალურ ვერსიაში ჰიპ ჰოპ დუეტი Clipse და ცნობილი მუსიკოსი Kenny G მონაწილეობენ.

ქანიემ ხსენებული ალბომის ალტერნატიულ ვერსიაზე დოქტორ დრესთან ერთად იმავე წლის მიწურულს ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ, მრავალწლიანი მუსიკალური მოღვაწეობის მიუხედავად, ჩიკაგოელმა მუსიკოსმა დეტროიტელ ემსისთან ერთად ერთადერთხელ, 2009 წლის სინგლზე Forever იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული