Thumbnail

Cardi B-ზე გაკეთებული კომენტარის გამო Tekashi 6ix9ine-მა კრიტიკა დაიმსახურა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ონლაინ პლატფორმა The Shade Room-თან ინტერვიუში პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის შესახებ ისაუბრა. როგორც ტეკაშიმ აღნიშნა, მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე ცნობილ სახეებს შორის ისეთები არიან, რომლებიც წარმატების მოპოვებამდე ნიუ იორკის ღამის კლუბებში გამოიმუშავებდნენ ფულს, მას შემდეგ კი, რაც ვარსკვლავებად იქცნენ, მათ გვერდით გამოჩნდნენ კაცები, რომლებმაც ისინი ანგარებით შეიყვარეს.

Tekashi 6ix9ine იხსენებს, როგორ ატარებდა დროს ციხეში

ნახეთ: ალბომის წარუმატებლობის შემდეგ, ტეკაში სიქსნაინი ნამუშევარს ქუჩაში არიგებს

"შეხედეთ დღეს დიდ ვარსკვლავებს, მანამ ცნობილები და წარმატებულები გახდებოდნენ, კლუბებში მუშაობდნენ, სადაც კაცების წყება ედგათ. ახლა კი მათ ქმრებს მხოლოდ იმიტომ უყვართ, რომ ვარსკვლავები არიან. ხვდებით ხომ, ვინ იყო ასეთი ნიუ იორკში?", - განაცხადა სიქსნაინმა.

წამყვანის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის კონკრეტულ ქალ რეპერს, ტეკაშიმ თემის შეცვლა სცადა და ნიკი მინაჟის ერთგული თაყვანისმცემლები, ბარბები ახსენა. აღსანიშნავია, რომ მინაჟთან ქარდის წლებია, დაძაბული ურთიერთობა აქვს.

"მომდევნო კითხვაზე გადავიდეთ. არავის წყენინება არ მინდა, მოდით, ეს ამბავი გავიაროთ. ჰო, მართლა, სად არიან ჩემი ბარბები?".

იქიდან გამომდინარე, რომ პოპულარობის მოპოვებამდე ქარდი სწორედ ნიუ იორკის ღამის კლუბებში მუშაობდა სტრიპტიზიორად, ინტერნეტმომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ტეკაში სწორედ მუსიკოსსა და მის ქმარს, რეპერ Offset-ს გულისხმობდა.

Cardi B: მამაკაცებს სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი, შემდეგ ვძარცვავდი

"ძალიან უნდა, რომ ქარდი გამოეხმაუროს და ამით საკუთარი ალბომის გაყიდვები გაზარდოს“.

"ნამდვილად ქარდის ყურადღების მიქცევას ცდილობს, უნდა, რომ ის გამოეხმაუროს. ნიკისთან და ბარბებთან ჩაფლავდა და ახლა ქარდის მიადგა, რადგან მისი ალბომის საქმე ცუდადაა".

"უბრალოდ, უნდა მოკეტოს. კაცების წყებაზე რასაც ლაპარაკობს, თავის შეყვარებულზე, ჯეიდზეც ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება".

"ანუ რა თქვა, რომ თავადაც ბარბია? აშკარაა, ამას რის გამოც აკეთებს. სურს, ნიკი მინაჟის თაყვანისმცემლებმა მის ალბომს უსმინონ".

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული