Thumbnail

ფრედი მერკურის პასუხი კითხვაზე, რა იყო მისი ჰობი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინსტაგრამ გვერდი Freddie Mercury Club ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ფრედი მერკურის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუდან ნაწყვეტს ავრცელებს, რომელშიც Queen-ის ვოკალისტი პასუხობს კითხვას - აქვს თუ არა რაიმე ჰობი.

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

ნახეთ: კატები, რომლებსაც ფრედი მერკური შვილებივით უვლიდა

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი ფოტოები

თავდაპირველად ფრედი ამბობს, რომ ჰობებისთვის თავისუფალი დრო არ რჩება, თუმცა, შემდეგ პასუხს ცვლის და წამყვანს ეუბნება:

"იცით, რა. დრო არ მაქვს... ა, ჰო, ბევრი სექსია ჩემი ჰობი".

მუსიკოსის ფან გვერდზე პოსტი მცირე კომენტართან ერთად გამოქვეყნდა:

"მომწონს, როგორ იწყებს უსაფრთხო და კომფორტული პასუხის გაცემას, შემდეგ კი მასში გულწრფელობა იმარჯვებს. ისიც კარგი სანახავია, თავის ქნევითა და მრავლისმთქმელი მზერით როგორ აკვირდება წამყვანს, რომელიც ხმას არ იღებს".

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული